პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ჩართულობით აზერბაიჯანული მხარის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული, სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“საქართველოს მთავრობამ ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით ისტორიული როლი შეასრულა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად. საქართველოს მზადყოფნა აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთად, მშვიდობიანი და უსაფრთხო რეგიონის უზრუნველყოფაში დასავლეთმა სათანადოდ შეაფასა.
მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა სწორედ საქართველო და მისი ხელისუფლება დაინახეს მედიატორად, ამ რთული პრობლემის მოსაგვარებლად”, – წერს თალაკვაძე.