ხობში 13 ივნისის მსხვერპლი დების ხსოვნას პატივი მიაგეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკი ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მერის მოადგილეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 13 ივნისის ტრაგედიის მსხვერპლების, ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.
13 ივნისის ტრაგედიიდან ექვსი წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ორი ხობელი ახალგაზრდა – ინდირა და ლიზი ზარანდიები.

ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები