კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 276, აჭარაში – 45, იმერეთში – 44

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 522 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 276 შემთხვევა, აჭარაში – 45, იმერეთში – 44, ქვემო ქართლში – 34, შიდა ქართლში – 25, გურიაში – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 36, კახეთში – 32, მცხეთა-მთიანეთში – 16, სამცხე-ჯავახეთში – 10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 499 საიდანაც: 3 155 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 771, აჭარაში – 284, იმერეთში – 403. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 688 პირი, მათ შორის, თბილისში – 309, აჭარაში – 78, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 190 პირი, მათგან თბილისში – 118, აჭარაში – 13, იმერეთში – 13. 610 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 345 – თბილისში, 232- აჭარაში. 5 734 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები