შარლ მიშელი: მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის პარალელურ ჟესტს – პირველი ნაბიჯი ნდობის განახლებისკენ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველ ნაბიჯს ნდობის განახლებისკენ.
„მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის პარალელურ ჟესტს – დაკავებულთა გათავისუფლებასა და დანაღმული ტერიტორიების მონიშვნას. პირველი ნაბიჯი ნდობის განახლებისკენ. ევროკავშირი მხარს უჭერს ამ პროცესს და განაგრძობს დახმარების შეთავაზებას პროგრესის გასაძლიერებლად“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.