კრწანისის ქუჩაზე ავარიისას დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია-როგორია ჯანმრთელობის მდგომარეობა

ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორის, გიორგი რამიშვილის განცხადებით, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. მისივე ინფორმაციით, ბავშვს მოტეხილობები აღენიშნება.

„დაახლოებით 2 საათის წინ, ერდროულად 5 ადამიანი იყო შემოყვანილი პოლიტრავმით, აქედან ერთი ადამიანი უმძიმესი პოლიტრავმით, გულის გაჩერებით, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით გარდაიცვალა. 4 ადამიანზე ახლა მიდის აქტიური მუშაობა“,-აღნიშნავს რამიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ზოგიერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ზოგის კი საშუალო სიმძიმისაა.

ცნობისთვის, კრწანისის ქუჩაზე, ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა და ერთი გარდაიცვალა. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები