გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, დასავლეთის რეგიონული სამმართველო 2 კვირის განმავლობაში, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, თითოეულ თანამშრომელს PCR ტესტი ჩაუტარდება, ხოლო ოფისში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
მოქალაქეები წერილის/საჩივრის გაგზავნას, ანგარიშების წარდგენას, საჯარო ინფორმაციის მიღებას და სხვა სერვისების გამოყენებას ელექტრონული ფოსტის – info@des.gov.ge მეშვეობით შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები