ამირან გამყრელიძე აჭარაში კოვიდვითარებას ეცნობა – NCDC-ის ხელმძღვანელი ქობულეთში მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესს დაესწრო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აჭარასა და გურიაში შეხვედრებს მართავს. ამირან გამყრელიძე ქობულეთში, „ევექსის“ კლინიკაში, იმუნიზაციის პროცესს დაესწრო.
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციას და ამ მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე ეცნობა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აჭარის შემდეგ გურიას ესტუმრა.
დღის განმავლობაში, ის ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.