აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, თამაზ გუგოშვილს 29 აპრილს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავლის 65% გაუნადგურა. მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია. თამაზ გუგოშვილი ზარალის ანაზღაურების თანხას – 37,125 ლარს სადაზღვევო კომპანია „ალდაგისგან“ მიიღებს. მან 4,5 ჰა ფართობის 5,736 ლარის ღირებულების დაზღვევის პოლისის შესაძენად, ნახევარი თანხა, 2,868 ლარი გადაიხადა, 50% თანადაფინანსება კი სახელმწიფოსგან მიიღო.
2021 წლის 31 მაისის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 17,286-ს შეადგენს, დაზღვეულია 17,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი. სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა