მაია ბითაძემ და თბილისის ნარჩენების მართვის სტრატეგიის პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე თბილისის ნარჩენების მართვის სტრატეგიის პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელს, ლუდვიგ შტრეფს შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა თბილისის ნარჩენების მართვის სტრატეგიასა და თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.
„განვიხილეთ სხვადასხვა ქვეყნისა და ქალაქის მაგალითები, თუ როგორ ხდება ნარჩენების სეპარირება სახლში იმისთვის, რომ პროდუქტის შემდგომი გადამუშავება შესაძლებელი იყოს.
ასევე, შევთანხმდით ევროკავშირთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რაც კომიტეტს დაეხმარება მისი პრიორიტეტული მიმართულებებით საქმიანობაში, კერძოდ, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ცირკულარი ეკონომიკის განვითარებას და ხელი შუწყოს ნარჩენების გადამუშავების სამართლებრივი ბაზის დახვეწას. ამ საკითხებთან დაკავშირებით თბილისის ნარჩენების მართვის სტრატეგიის პროექტის ჯგუფი კომიტეტთან მჭიდროდ ითანამშრომლებს”, – განაცხადა მაია ბითაძემ.