დავით ზალკალიანი: ფილიპ რიკერთან შეხვედრა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იყო ფოკუსირებული

“ფილიპ რიკერთან შეხვედრა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იყო ფოკუსირებული”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა ნაყოფიერი იყო.

„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრა კვლავ გაიმართა თბილისში მას შემდეგ, რაც ისინი იმყოფებოდნენ სომხეთსა და აზერბაიჯანში. სწორედ საქართველოს როლზე რეგიონში, რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში ჩვენი ფუნქციის წინ წამოწევის თემებსა და ასევე რეგიონში არსებულ ვითარებაზე იყო დღევანდელი შეხვედრა ფოკუსირებული, რომელიც იყო უაღრესად ნაყოფიერი, დეტალურად განხილული არსებული სიტუაცია და, რა თქმა უნდა, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები