სალომე ზურაბიშვილი: მივიღეთ დაპირება, რომ ვაქცინების კუთხით ლიეტუვა დაგვეხმარება

“მივიღეთ დაპირება, რომ ვაქცინების კუთხით ლიეტუვა დაგვეხმარება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის სოლიდარობის ნიშანი.

„მივიღეთ დაპირება, რომ ვაქცინების კუთხით ლიეტუვა დაგვეხმარება. ვაქცინების რაოდენობას, რომელიც ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, ლიეტუვა გადმოგვცემს. ეს არის სოლიდარობის ნიშანი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღოთ სწორედ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან ასეთივე სოლიდარობის ნიშნები, რომელიც მოსახლეობისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები