ლიეტუვის პრეზიდენტი: ლიეტუვა არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და გააგრძელებს ამ საკითხის საერთაშორისო ფორუმებზე წამოყენებას

“ლიეტუვა არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და გააგრძელებს ამ საკითხის საერთაშორისო ფორუმებზე წამოყენებას”, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა Twitter-ზე წერს.

მისი თქმით, „ბორდერიზაცია“ დიდ გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

„საქართველოს რეგიონები  – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2008 წლიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულია საერთაშორისო სამართლის დარღვევით. „ბორდერიზაცია“ დიდ გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ლიეტუვა არასდროს აღიარებს ოკუპაციას და გააგრძელებს ამ საკითხის საერთაშორისო ფორუმებზე წამოყენებას“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები