“საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ლიეტუვის ურყევ მხარდაჭერას ვადასტურებ”, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა Twitter-ზე წერს.
„საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვედი. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ლიეტუვის ურყევ მხარდაჭერას ვადასტურებ. საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხი დემოკრატიული ევროპული ერების ოჯახში ყოფნას იმსახურებს“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი.