საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ეწვია
საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიეტუვის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა – დავით ზალკალიანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გიტანას ნაუსედა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.