Bee Airlines კიევი-ბათუმის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა

9 ივნისს, უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Bee Airlines კიევი-ბათუმის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა. ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აერპორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია რეისებს კვირაში ხუთი სიხშირით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს.

„10 ივნისიდან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს კიევის მიმართულებით, Ukraine International Airlines განაახლებს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

ზაფხულის სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის მიმართულებით სამი უკრაინული ავიაკომპანია (Sky Up, Bee Airlines, UIA) ფრენებს კვირაში 14 სიხშირით შეასრულებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები