არჩილ თალაკვაძე: დღეს ნიკანორ მელიამ პირდაპირ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობის“ რეალური ამოცანა და მიზანი იყო „ჩვენი სათითაოდ გაყვანა პარლამენტიდან
დღეს ნიკანორ მელიამ პირდაპირ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობის“ რეალური ამოცანა და მიზანი იყო „ჩვენი სათითაოდ გაყვანა პარლამენტიდან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჯობდა, რომ ეს შვიდი თვე პოლიტიკურ სისტემას არ დაეკარგა.
„ეს არის პირდაპირი აღიარება, რომ ივნისში, 20-21 ივნისს მართლაც ჰქონდა პარლამენტზე შეტევას და ამ შეტევის მიზანი იყო არა დამოუკიდებლბის დაცვა, არამედ მიზანი იყო, რომ არჩევნებში დამარცხებულ პოლიტიკურ პარტიას, როგორმე ძალადობით მიეღწია საკუთარი მიზნისთვის და, როგორც თავად თქვა, სათითაოდ გავეყვანეთ აქედან. ვინ გაიყვანეს სათითაოდ და ვინ შემოვიდა სათითაოდ დარბაზში, მთელმა საზოგადოებამ დაინახა ეგ ამბავი. თქვენ მოატყუეთ ამომრჩევლები და ამის ფასს შემდეგ არჩევნებში აუცილებად გადაიხდით. აქვე მსურს, მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, ვინც მოიქცა პასუხისმგებლიანად, თავი დააღია იმ პოლიტიკურ შანტაჟს, რასაც თქვენი რეალური ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ახორციელებდა და ხელი მოაწერა შეთანხმების დოკუმენტს, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იყო ნამდვილად. ჯობდა, რომ ეს შვიდი თვე პოლიტიკურ სისტემას არ დაეკარგა, მაგრამ დღესაც რომ ეს მოხდა, არის ძალიან კარგი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.