გოგი მეშველიანი ფერმერ ქალთა ასოციაციას შეხვდა
საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილსა და ასოციაციის ექსპერტ თამარ ფხაკაძეს შეხვდა.
ასოციაციის ხელმძღვანელმა მაჟორიტარს გააცნო მათ მიერ შეგროვებული ინფორმაცია, თუ რა მიმართულებით სჭირდებათ ფერმერებს მხარდაჭერა.
აღსანიშნავია, რომ ასოციაციამ პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოფლად“ ფარგლებში განახორციელა შეხვედრები რეგიონებში.
„დღეს საკმაოდ საინტერესო და საქმიანი შეხვედრა მქონდა ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილსა და ასოციაციის ექსპერტ თამარ ფხაკაძესთან. განვიხილეთ ქვემო ქართლის რეგიონში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.