ირაკლი ღარიბაშვილი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს: მიუღწეველი არაფერია, თუ ადამიანი დაისახავს მიზანს, ის ყველაზე წარმოუდგენელ ოცნებასა და მიზანს მიაღწევს
“ყველაზე მთავარი, რაც მე საკუთარ თავზე გამოვცადე და, ასე ვთქვათ, რამაც განაპირობა შემდგომი წარმატებები, არის შემდეგი რამდენიმე გასაკეთებელ საქმეს გამოვყოფ, პირველი, ეს არის – თავდადება და თავგანწირვა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უმთავრესია, რომ ადამიანმა დაისახოს მიზანი და ამ მიზნისთვის მუხლჩაუხრელად იშრომოს.
„ჩემი გამოცდილებიდან, მეც ახალგაზრდა ვარ და მეც, ბუნებრივია, ადრეულ ასაკში მომეცა შესაძლებლობა, რომ ჩავრთულიყავი სახელმწიფო სამსახურში.მანამდე მე ვმუშაობდი კერძო სექტორში, მოგეხსენებათ და ჩემი გამოცდილებით მინდა გირჩიოთ, ასე ვთქვათ, მიიღეთ ჩემი თავმდაბალი რჩევა, მივცემ ამის უფლებას თავს – ყველაზე მთავარი, რაც მე საკუთარ თავზე გამოვცადე და, ასე ვთქვათ, რამაც განაპირობა შემდგომი წარმატებები არის შემდეგი. რამდენიმე გასაკეთებელ საქმეს გამოვყოფ.
პირველი, ეს არის – თავდადება და თავგანწირვა. თუ ადამიანმა, სტუდენტმა, ახალგაზრდამ, პირველ ყოვლისა, მიზანი არ დაისახა, ისე რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეიძლება ისწავლოს ადამიანმა, უსაზღვრო განათლება მიიღოს, მაგრამ ეს განათლება და ნიჭი ვერ გამოიყენოს.
ჩემი თავმდაბალი რჩევა იქნება, რომ ჯერ მკაფიოდ ჩამოყალიბდეთ მიზანზე – თქვენი მიზანი უნდა იყოს ძლიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული, თუ რა უნდა იყოს თვენი მთავარი ოცნება, თქვენი მისაღწევი უდიდესი მიზანი. გირჩევთ, რომ ეს აწიოთ უმაღლეს დონეზე. არ უნდა დაიწყოთ პატარა მიზნით, დაიწყეთ ყველაზე დიდი მიზნით. მეორე, რაც მინდა გირჩიოთ, არის თავდადება – ამ მიზნისკენ მუხლჩაუხრელი, 24 საათიანი შრომა. ყოველი ჩვენი მიღწეული წარმატება, იქნება ეს პირველი კურსის დამთავრება, მეორე კურსის დამთავრება, ჩვენს წარმოსახვაში უნდ გვაახლოებდეს ამ მიზანს. ჩვენ თუ ამ სულისკვეთებით ვივლით, ყველა მიაღწევთ დიდ ოცნებას და მიზანს.
იმიტომ, რომ მიუღწეველი არაფერია, თუ ადამიანი დაისახავს მიზანს, ის ყველაზე წარმოუდგენელ ოცნებასა და მიზანს მიაღწევს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.