ნიკა მელია – შარლ მიშელის დოკუმენტზე: გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ
“გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ”, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტების კითხვას, გეგმავს თუ არა პარტია შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას.
“ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩავთალეთ საჭიროდ, რომ არის მისაღები და სხვა პარტიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჩათვალეს, გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ”, – აღნიშნა მელიამ.