არჩილ თალაკვაძე – ,,ნაცმოძრაობაზე”: თვითონ არ აქვთ ხელი მოწერილი შეთანხმებაზე და ჩვენ მოგვიწოდებენ შეთანხმების დაცვისკენ
“თვითონ არ აქვთ ხელი მოწერილი შეთანხმებაზე და ჩვენ მოგვიწოდებენ შეთანხმების დაცვისკენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური დეზორიენტაციის კლასიკური მაგალითი.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოგვიწოდა, დავრჩეთ მიშელის შეთანხმების სულისკვეთების ერთგულები. ამ პარადოქსით იწყებენ ისინი პარლამენტში საქმიანობას, როდესაც თვითონ არ აქვთ ხელი მოწერილი შეთანხმებაზე და ჩვენ მოგვიწოდებენ შეთანხმების დაცვისკენ. ეს არის პოლიტიკური დეზორიენტაციის კლასიკური მაგალითი, რომელსაც 7 თვის განმავლობაში ვხედავდით. 7-თვიანი საბოტაჟი ჩვენი დემოკრატიის წინააღმდეგ ასევე დეზორიენტირებული გადაწყვეტილებით დასრულდა, როდესაც თან პარლამენტში ყოფნა გინდა და თან არ გინდა დემოკრატიულ პროცესში სრულფასოვნად ჩართვა. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ მათ, ხელი მოაწერონ მიშელის შეთანხმებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.