მაკრონი – სილის გაწნაზე: ნუ გავაზვიადებთ ამ ინციდენტს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დრომის დეპარტამენტში 8 ივნისს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, როდესაც უცნობმა მამაკაცმა მას სილა გააწნა.

როგორც მან Le Dauphine-ს უთხრა, ინციდენტის გაზვიადება საჭირო არ არის, რადგან ის ერთეულ ხასიათს ატარებს.

“მოდით, ნუ გავაზვიადებთ ამ ინციდენტს, რომელსაც მე ერთეულ ფაქტად ვთვლი. ამან ყურადღება არ უნდა გადაიტანოს სხვა პრობლემებისგან, რომლებიც აწუხებს უმრავლესობას”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მომხდარის შემდეგ, დაკავებულია 28 წლის ორი მამაკაცი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები