სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო ჭრის 3 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 3 ფაქტი გამოავლინეს.

მათი ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ხოკოს უბანში მოქალაქემ 8 ძირი თხმელას (მურყანი) სახეობის ხე მოჭრა და 26 ერთეული მრგვალი მორი დაამზადა, რომელიც ჭრის ადგილზე ჰქონდა განთავსებული. აღნიშნული მორები დაილუქა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში, მოქალქემ 10 ძირი თხმელას (მურყანი) სახეობის ხე მოჭრა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას სატყეო უბნის ტერიტორიაზე მოქალქემ 5 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე მოჭრა და მისგან დამზადებული 24 ერთეული მორის ტრანსპორტირებას ტრაქტორის საშუალებით ახდენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები