ახალციხეში, სოფელ წყრუთში საბავშვო ბაღის მშენებლობა გრძელდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად გრძელდება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, პროექტის ფარგლებში, შენდება ორ სართულიანი შენობა, სადაც მოეწყობა საბავშვო ჯგუფების ოჯახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები.
“ასევე, კეთილმოეწყობა ეზო ბავშვების გასართობი მოედნით, გამწვანებითა და საჭირო ინფრასტრუქტურით, ეზო მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით. სამშენებლო სამუშაოებისათვის 877 157 ლარია გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ სოფელ წყრუთში წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა საბავშვო ბაღი. პროექტის დასრულების შემდეგ კი კეთილმოწყობილ გარემოში 90-მდე აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას”, – აცხადებენ მერიაში.