სავაჭრო პალატის ავიაციის კომიტეტმა 60-მდე წევრ კომპანიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს სავაჭრო პალატის ავიაციის კომიტეტმა 60-მდე წევრ კომპანიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პალატის პრეზიდენტი – გიორგი პერტაია, ეკონიმიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – მარიამ ქვრივიშვილი, ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი მოლოდინაშვილი და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი, ლევან კარანაძე.

შეხვედრისას ავიაციის სფეროსთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ინიციატივები განიხილეს.
კომიტეტი გამოვიდა ინიციატივით საავიაციო პერსონალის პრიორიტეტული ვაქცინაციისა და ევროკავშირის მიმართულებით, მათ შორის ტრანზიტულ ავიარეისებზე მგზავრთა დოკუმენტაციის შემოწმების პროცედურების გადახედვის თაობაზე.
შეხვედრაზე, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელებმა იმსჯელეს საქართველოს სააავიაციო სფეროს სტრატეგიისა და პანდემიის მსგავს ვითარებაში სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე და ამ პროცესში ორივე მხარის აქტიურ ჩართულობაზე. ასევე, კომიტეტმა საქართველოს საავიაციო ასოციაციის ჩამოყალიბება დააანონსა, რაზეც საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები