ჩუმლაყში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით,  მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. მძღოლმა სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო, რის გამოც ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

შს სამინისტრო დამატებით დეტალებს არკვევს და “კვირა” განახლებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები