გურამ მაჭარაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: მათი ფიზიკური გადაადგილება პარლამენტის შენობაში ვერ აღადგენს იმ პოლიტიკურ ზიანს, რაც თავიანთ თავს მიაყენეს
“ნაციონალური მოძრაობის” ბუნება ორმაგი სტანდარტები რომ არის, ეს ახალი არაა, მაგრამ პარლამენტში ამ შემოსვლითაც კი ისინი ადასტურებენ, რომ პატივს არ სცემენ არც თავიანთ ამომრჩეველს, არც საერთაშორისო პარტნიორებს”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, მათი ფიზიკური გადაადგილება საქართველოს პარლამენტის შენობაში ვერ აღადგენს იმ პოლიტიკურ ზიანს, რაც თავიანთ თავს მიაყენეს.
„ნაციონალური მოძრაობა“, პრაქტიკულად, პოლიტიკურად ცარიელი ხელებით შემოდის პარლამენტის შენობაში და არა – საპარლამენტო ცხოვრებაში. აქ ხაზი უნდა გავუსვათ ამას იმიტომ, რომ ისინი საერთაშორისო პარტნიორების შეთანხმებას ხელს არ აწერენ, რომლის საფუძველზეც პარლამენტში ძალიან ბევრი რეფორმა უნდა განხორციელდეს. მათი ბუნება ორმაგი სტანდარტები რომ არის, ეს ახალი არ არის, მაგრამ ამ შემოსვლითაც კი ისინი ადასტურებენ იმას, რომ პატივს არ სცემენ არც თავიანთ ამომრჩეველს არც საერთაშორისო პარტნიორებს, არც საპარლამენტო ინსტიტუტს და არცერთ ინსტიტუტს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მათი მოღვაწეობა და ფიზიკური გადაადგილება საქართველოს პარლამენტის შენობაში ნამდვილად ვერ აღადგენს იმ პოლიტიკურ ზიანს, რაც თავიანთ თავს მიაყენეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.