თინათინ რუხაძემ თვითნასწავლი ახალგაზრდა ხელოვანის – გელა ლეკიშვილის გამოფენა დაათვალიერა
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, თვითნასწავლი ახალგაზრდა ხელოვანის – გელა ლეკიშვილის გამოფენა დაათვალიერა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე სახელწოდებით „გენეზისი” წარმოდგენილი იყო სივრცითი ნამუშევრები და ქანდაკებები: „ოქროსფერი ელვა“, „შინაგანი ძალა“, „ბალანსი“, „თავისუფლება“, „სამოთხის ნაწილი“, „საქართველოს ისტორიის რუკა-მემატიანე“, „სიცოცხლის ხე“, „მშვიდობის ანგელოზი“ და სხვ.
ექსპოზიციის მთავარი ნამუშევარია ლითონის მავთულით შესრულებული მონუმენტური ქანდაკება „უკანასკნელი ორთაბრძოლა“.



