ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რომ „ნაცმოძრაობა” დესტრუქციულ დღის წესრიგს ინარჩუნებს, აშკარად გამოჩნდება საპარლამენტო მუშაობის დროს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების პარლამენტში შესვლა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე სრულფასოვანი არ იქნება.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობას” შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს.
„მათ მოუწიათ ამ ნაბიჯის გადადგმა, მიუხედავდ იმისა, რომ 7 თვის განმავლობაში უნდოდათ, სახელმწიფო მძიმე მდგომარეობაში ჰყოლოდათ. მათი შემოსვლა და მუშაობა სრულფასოვანი ვერ იქნება, სანამ ისინი არ შემოუერთდებიან შარლ მიშელის დოკუმენტს იმიტომ, რომ ამ დოკუმენტის გარშემო ერთიანდება პარლამენტში პოლიტიკური სპექტრი და მოუხედავად ჩვენს შორის არსებული მნიშვნელოვანი განსხვავებებისა, ამ დოკუმენტის სულისკვეთებით უნდა მოხდეს მთელი რიგი რეფორმების გატარება ქვეყანაში. ისინიც ამ რეფორმების კურსს უნდა შემოუერთდნენ. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა” მაინც დესტრუქციულ დღის წესრიგს ინარჩუნებს, ეს აშკარად გამოჩნდება საპარლამენტო მუშაობის დროს, მაგრამ ეს პარლამენტის მუშაობაზე რეალურ ზემოქმედებას ვერ მოახდენს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.