“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის გარეშე “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლას არავითარი ფასი არ აქვს.
მისივე თქმით, აღნიშნულ პარტიას დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს.
“დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე პარლამენტში მათ შემოსვლას არავითარი ფასი არ აქვს – არც ფორმალური, არც არაფორმალური. მათ აუცილებლად მოუწევთ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან რეაგირება მკაცრი იქნება. მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ, ბუნებრივია, ვერ ჩაერთვებიან სამუშაო ფორმატებში, რომელიც მიშელის დოკუმენტის აღსრულებას უკავშირდება”, – აღნიშნა კობახიძემ.