ალუდა ღუდუშაური: ყველამ ერთად დავინახეთ “ნაცმოძრაობის” გატეხილი სიტყვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებით სიტყვა გატეხა.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” შარლ მიშელის დოკუმენტზეც მოუწევს ხელის მოწერა.

“ყველამ ერთად დავინახეთ “ნაციონალური მოძრაობის” გატეხილი სიტყვა. ეს პარტია, შეიძლება ითქვას, რომ არის დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, რომელიც მილევად რეჟიმშია. ვურჩევდი, რაც უფრო მალე მოაწერენ ხელს, მით უკეთესი, თორემ ჩვენ ყველა ერთად ნათლად დავინახავთ, რომ მიშელის დოკუმენტზეც მოაწერენ ხელს და მოუწევთ, რომ რადიკალურ ნაბიჯებზეც ხელი აიღონ”, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები