სამარშურტო ტაქსის მძღოლ მამაკაცს, რომელიც ლენტეხში მომხდარი ჩხუბის დროს გარდაიცვალა, თანხას, სავარაუდოდ, სისტემატურად სძალავდნენ. გარდაცვლილი ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში სამარშუტო ტაქსზე მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ 47 წლის მამაკაცი ლენტეხში მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა. სოფელ ჩიხარეშში შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, რობიზონ თუთარაშვილი ადგილობრივებმა სცემს.
შემთხვევის დღეს ის ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც დაურეკეს და ოჯახიდან გაიყვანეს. მას სასიკვდილო დაზიანებები თავის არეში მიაყენეს და მიატოვეს.
მამაკაცი ადგილობრივებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.