გვაქვს სტრატეგიული პარტნიორის სრული მხარდაჭერა, რომ ჩვენი გაწევრიანება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში უნდა დაჩქარდეს – ბადრი ჯაფარიძე

გვაქვს სტრატეგიული პარტნიორის სრული მხარდაჭერა, რომ ჩვენი გაწევრიანება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში უნდა დაჩქარდეს, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას აშშ-სგან აქვს სრული მხარდაჭერა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება უნდა დაჩქარდეს.

„ეს არის უსაფრთხოების გამოწვევები, ქვეყნის შგინით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მართლმასჯულების რეფორმა, შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა შეერთებული შტატების ჩართულობით და შარლ მიშელის მედიაციით. ასე რომ, ყველა ის საკითხი, რომელიც აღელვებს თანამოქალაქეებს იქნა განხილული.

ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა აშშ-სგან, ვხედავთ, რომ გააქტიურდა ჩვენი სტრატეგიული მეგობრების ვიზიტები ჩვენს ქვეყანაში, რაც მიუთითებს, რომ გაიზრდება სტრატეგიული პარტნიორის ჩართულობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის სრული მხარდაჭერა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი გაწევრიანება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში უნდა დაჩქარდეს, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ გავატაროთ ყველა რეფორმა, რომელიც განსაზღვრულია დოკუმენტით, რომელსაც შევუერთდით და რომლის განხორციელება, რეფორმების გატარება ცხოვრებაში დააჩქარებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენს ინტეგრაციას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ფილიპ რიკერი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.ფილიპ რიკერმა თბილისში შეხვედრები დილიდან დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები