სოფელ ჩიხარეშში ტაქსის მძღოლი ცემის შედეგად გარდაიცვალა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში ცემის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა 5 ივნისს მელე-თბილისის სამარშურტო ტაქსის მძღოლი ცემეს და უგონო მდგომარეობაში მიატოვეს.

ჩხუბის მიზეზი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარს ლენტეხის პოლიციის სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივები გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები