ლევან ვასაძე სახალხო დამცველის გადადგომას ითხოვს

„ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელი, ლევან ვასაძე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გადადგომას ითხოვს.

ამის შესახებ ვასაძემ სახალხო დამცველის ოფისთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

“როგორ გგონიათ, იქ თუ რამე დარღვევას აქვს ადგილი, მეუფე სპირიდონზე მეტად ვინმეს აინტერესებს ამ დარღვევის გამოსწორება და ამისი აღკვეთა. აღმაშფოთებული პირწავარდნილი ფაშიზმი ბრალდებებისა, ნიაღვარი ტალახისა, რომელიც იღვრება მეუფე სპირიდონის, ნინოწმინდის ბავშვთა სახლისა და დედა ეკლესიის მიმართ, როდემდე უნდა ვითმინოთ?

მოვითხოვთ, გადადგეს ნინო ლომჯარია. ჩატარდეს გამოძიება და ყველა ის ჟურნალისტი, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, ვისაც წვლილი მიუძღვის ცილისწამებასა და შეურაცხყოფაში ჩვენი ტრადიციისა, დასჯილი იყოს კანონის შესაბამისად”, – განაცხადა ვასაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები