დავით სერგეენკო – ,,ნაცმოძრაობაზე”: ეჭვი მეპარება, საკუთარ თავში ძალა გამოხატონ, რომ კონსტრუქციული ოპონირების კეთება დაიწყონ
საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლით პოლიტიკური რეალობა არ შეიცვლება.
„ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლით სხვა პოლიტიკური რეალობა არ შეიქმნება, რადგან ეჭვი მეპარება, მათ საკუთარ თავში ძალა გამოხატონ, რომ კონსტრუქციული ოპონირების კეთება დაიწყონ და არა – შეძახილებით დაძაბონ პოლიტიკური ვითარება. მათი შემოსვლით პოლიტიკური რეალობა არ შეიცვლება, მაგრამ ვითარება პარლამენტში ძალიან შეიცვლება. შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს რომ არ აწერენ, ეს, ალბათ, თანმიმდევრულობის დეფიციტზე მიანიშნებს“, – განაცხდა სერგეენკომ.