ნათია თურნავა – „ნამახვანჰესზე“: ინვესტორი მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას

„ჩვენ პერმანენტული კონტაქტი გვაქვს ასეთ მსხვილ ინვესტორებთან.

„ენკას” ხელმძღვანელებს ხშირად ვეკონტაქტებით. პირადად მე მაქვს ხშირი კონტაქტი. რა თქმა უნდა, საუბრისას ერთ-ერთი მთავარი თემა არის მედიაციის პროცესი ევროკავშირის თაოსნობით, რომელიც უკვე უახლოეს დღეებში დაიწყება.
ინვესტორი სრულიად მზად არის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას. მით უფრო, რომ უკვე წავიდნენ მნიშვნელოვან კომპრომისზე – ვგულისხმობ კაშხლის მშენებლობის ვადის გადაწევას, ხეობის განვითარებისთვის დამატებითი ფონდის შექმნას, ყველა კვლევის გახსნას,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის განცხადებით, 15-მდე ორგანიზაციამ „ნამახვანიჰესის” პროექტის შესახებ არსებული კვლევები გამოითხოვა.

„ჩვენ ველოდებით, როდის დაგვიბრუნდება მათგან დასკვნა, რომლითაც ჩვენ ინვესტორს მოვთხოვთ, რომ გადახედოს მას, გაითვალისწინოს ან კონტრარგუმენტები მოამზადოს,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები