მებაჟე ოფიცრების მიერ საფოსტო გზავნილით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
გაფორმების ეკონომიკური ზონა – „აეროპორტის” საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს მებაჟე-ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის – გ.მ.-ს კუთვნილი საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა – 21 315 ევრო და 10 600 აშშ დოლარი აღმოაჩინეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით, აღნიშნულმა თანხამ – 119 316,46 ლარი შეადგინა.
საბაჟო კოდექსის 169 მუხლის 3 ნაწილის შესაბამისად, ფიზიკურ პირს, სანქციის სახით, საქონლის (თანხის) ჩამორთმევა შეეფარდა. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება, – აღნიშნულია ინფორმაციაში.