ეროვნული კინოცენტრი რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

დიდი ქართველი მწერლის, მხატვრის, რეჟისორ რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო ეროვნული კინოცენტრი  მწუხარებას გამოთქვამს.
იგი ავტორია ქართველი მაყურებლისთვის გამორჩეულად საყვარელი ისეთი ფილმების სცენარებისა, როგორებიცაა: „არაჩვეულებრივი გამოფენა”, „არ იდარდო!”, „მიმინო”, „შერეკილები”, „ფეოლა”, „პეპელა”, „ქვევრი”, „ქინ ძა ძა“ და სხვ.
რეზო გაბრიაძე იყო საქართველოს სახალხო არტისტი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული კულტურისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები