ბიძინა ივანიშვილი: გახარიას პარტია მოაზრებულია, როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად
“გახარიას პარტია მოაზრებულია, როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად”, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერმინისტრისა და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
მისი თქმით, იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით დადგებოდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი, თუმცა, ასე არ მოხდა.
,,გიორგი გახარიას პარტიას არ აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი აშკარად, მოაზრებულია, როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად.
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია – ზოგი ჭირი მარგებელია. იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით დადგებოდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტიის ძლიერმა, პროგრესულმა და გამოცდილმა გუნდმა მარტივად შეძლო სირთულეების დაძლევა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება”, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.