“ფსევდოპარტიების შექმნა ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მან გიორგი გახარიას ახალ პარტიასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
,,საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების განმავლობაში ფართოდ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა იყო. თუმცა, ამგვარი რამ ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა და 2011 წლიდან პოლიტიკიდან ჩემს საბოლოოდ გასვლამდე ქართული საზოგადოებისთვის არცერთი ფსევდოპარტიის შექმნა არ მიკადრებია. მით უფრო გამორიცხულია, ამგვარი რამ საკუთარ თავს ან საზოგადოებას პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ვაკადრო“, – აღნიშნულია ივანიშვილის განცხადებაში.