ქვემო ქართლში უკანონო ტყითსარგებლობის 5 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების სოფლების – ალექსეევკას, კასუმლოსშაუმიანისა და განთიადის მიმდებარედ,  მოქალაქეები შესაბამისი დოკუმენტაციების გარეშე ახდენდნენ უკანონოდ მოპოვებული, ჯამში 7 კუბურ მეტრამდე წიფლისა და მუხის სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანები და მათზე განთავსებული ხე-ტყე დალუქეს, სამართალდამრღვევების მიმართ კი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები