პოლიციამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურიდან გატაცებული 15 წლის გოგო იპოვა. არასრულწლოვანს ორდღიანი ძებნის შემდეგ თელავის პოლიციის თანამშრომლებმა მიაკვლიეს.
როგორც ცნობილია, 15 წლის აისევ კარაიევა თავს კარგად გრძნობს და გამტაცებელ ბიჭთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ რამდენი დღის წინ, ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან მოზარდი იმ დროს გაუჩინარდა, როდესაც ის სკოლაში მიდიოდა. მოგვიანებით, გოგოს ოჯახმა გაარკვია, რომ მათი შვილი ცოლად მოყვანის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებმა 20 წლის ბიჭმა მოიტაცა, რის შესახებაც პოლიციას აცნობეს.
მომხდარზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.