კახა კუჭავა ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თომას მიულმენს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, თომას მიულმენმა თავმჯდომარეს თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ავსტრიის პარლამენტის მისალოცი წერილი გადასცა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ მიმართულებებზე, სადაც საქართველოსა და ავსტრიას თანამშრომლობის გაღრმავების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს.
ისაუბრეს პარლამენტში მიმდინარე პროცესებსა და მრავალპარტიული პარლამენტის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის დროულ და სრულყოფილ იმპლემენტაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები