ავიაკომპანია SCAT Airlines ფრენებს აქტაუ-ბათუმი-აქტაუს მიმართულებით შეასრულებს
2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ყაზახური ავიაკომპანია – SCAT Airlines-ი აქტაუდან ბათუმის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განახორცილებს.
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოში წარდგენილი განაცხადი შესაბამისად, ფრენები კვირაში 3 სიხშირით, შემდეგი განრიგით შესრულდება: “აქტაუ – ბათუმი – აქტაუ, 6 ივნისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.