ივანე ჩხაიძე: მესამე ტალღის პიკმა საქართველოში გადაიარა

“მესამე ტალღის პიკმა საქართველოში გადაიარა”, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, მოლოდინია, რომ ლეტალობისა და ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდება.

აქტიური შემთხვევების, ლეტალობისა და ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ მესამე ტალღის პიკმა საქართველოში გადაიარა და მოლოდინი გვაქვს, რომ ეს რიცხვები კიდევ უფრო შემცირდება.

„თუ ჩვენ გავაგრძელებთ იმ მარტივი წესების დაცვას, რასაც ნიღბის ტარება, დისტანცია და ხელების ჰიგიენა ჰქვია და ჩვენ ვაქცინირებულთა იმ რიცხვს, რაც დღეს გვაქვს (6 ათასი) შევინარჩუნებთ, ვფიქრობთ, რომ ეს ზაფხული იქნება გაცილებით უფრო უსაფრთხო, ვიდრე 2020 წელს გვქონდა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები