„ფაიზერთან“ მოლაპარაკება დასრულებულია – როდის ჩამოვა პრეპარატის მილიონზე მეტი დოზა საქართველოში

“მალე დავასახელებთ თარიღს, როდის ჩამოვა „ფაიზერის“ მილიონზე მეტი დოზა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე, მიდის მუშაობა „სინოფარმსა“ და „სინოვაკთან“ დამატებითი დოზების მობილიზაციაზე.

,,პირველი ეტაპი „ფაიზერთან“ მოლაპარაკებების დასრულებულია, ვმუშაობთ მეორე ეტაპზე და მალე გვექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას კონკრეტული დეტალები გავაცნოთ. დავასახელებთ იმ თარიღს, როდის ჩამოვა „ფაიზერის“ მილიონზე მეტი დოზა.

,,ნოვოვაქსის“ შემოსვლის პერიოდს სექტემბრიდან ასახელებს კოვაქსის პლატფორმა. ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების, ამის ადმინისტრირებისთვის განიხილება დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების მობილიზებისა და პროგრამაში ჩართვის საკითხი. ის დაწესებულებები, რომლებიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, განსაკუთრებით თბილისში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნა სრულად. დღეს „სინოვაკის“ დოზებიც არის თბილისში საკმარისი, თუმცა, რიგ შემთხვევაში ვერ ხერხდება დარეგისტრირება, რიგის დაჯავშნა, რადგანაც არ არის შესაბამისი ადგილები, შესაბამისად, ეს დაწესებულებები ეტაპობრივად დაემატება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები