მიხეილ სარჯველაძე: ჩემი მოსაზრებით, ჩვენ მიერ ინიცირებული ამნისტიის პროექტი თვისობრივად სწორია

“ჩემი მოსაზრებით, ჩვენ მიერ ინიცირებული ამნისტიის პროექტი თვისობრივად სწორია”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით დისკუსია აუცილებლად იქნება.

„თითოეულ პუნქტთან, თითოეულ მუხლსა და დებულებასთან დაკავშირებით აუცილებლად დაგვჭირდება დისკუსია, ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ ამასთან დაკავშირებით მოსაზრება დააფიქსიროს, ერთმანეთს გავაცნოთ ჩვენი მოსაზრება და ეს, რა თქმა უნდა, კარგი წინაპირობაა საიმისოდ, რომ შეგვიძლია, ერთმანეთი დავარწმუნოთ, ან ჩვენ ისინი, ან მათ ჩვენ. ჩემი მოსაზრებით, ჩვენ მიერ ინიცირებული პროექტი თვისობრივად სწორია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები