5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც მეექვსედ გამოცხადდება კონკურსი – „სუფთა რეგიონი-2021″.

სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის გამოცხადების ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; სოლომონ პავლიაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; ერიკ ილლეს – შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი; ნინო ჩხობაძე – საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები- საქართველო” – თავმჯდომარე პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე”, განმახორციელებელი კონსორციუმის წარმომადგენლები კონკურსი ტარდება პროექტის “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო”, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე”, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი” მიერ, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობით, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები