აშშ-ში ავარიას 21 წლის ქართველი ემსხვერპლა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ავარიის დროს 21 წლის ქართველი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ავარიის შედეგად მიღებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის წარმოშობით ყვარლის მუნიციპალიტეტიდან არის და რამდენიმე წელია, ოჯახთან ერთად ნიუ იორკში ცხოვრობდა.
მოხდება თუ არა დაღუპულის საქართველოში გადმოსვენება, ჯერჯერობით, უცნობია.
როგორც ,,კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შესახებ ინფორმაციას ამ დროისთვის არ ფლობენ.
წყარო: რუსთავი 2