თეა წულუკიანი მოზარდ მაყურებელთა თეატრის ინფრასტრუქტურულ პრობლემებს გაეცნო

თეა წულუკიანი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრებს აგრძელებს და ამჯერად ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს ესტუმრა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა თეატრის ხელმძღვანელობასთან ერთად თეატრის შენობა დაათვალიერა და თეატრის წინაშე მდგარი ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
„შენობის რეაბილიტაციის პროექტი წელიწადზე მეტია, არსებობს და, პანდემიის დასრულებისთანავე, მისი განხორციელება აუცილებელი იქნება როგორც თეატრის ნორმალური მუშაობის, ასევე, ბავშვთა უფლებების სათანადოდ დაცვის მიზნით”, – განაცხადა მინისტრმა.
თეა წულუკიანმა თეატრის ხელმძღვანელობას სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრი ერთ-ერთი იმ თეატრთაგანია, რომელიც ბევრს მუშაობს საქართველოს რეგიონებში კულტურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის. მინისტრმა მოუწოდა თეატრის ხელმძღვანელობას, სამინისტროს ხელშეწყობით, კიდევ მეტად გაზარდონ მასშტაბები და ზაფხული მაქსიმალურად გამოიყენონ საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში პატარა მაყურებლის გასახარებლად, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები